News

Georgia and Faroe Islands Reached Semifinals

Free image hosting powered by PicZ.Ge


Georgia and Faroe Islands Reached Semifinals

Second day of IHF/EHF Women's Trophy in Tbilisi ended. In A group Georgian team defeated Latvia, 31-25 and secured first place. Other semifinalist will be founded on March 10, after the Cyprus-Latvia match.

Belgium and Estonia in Group B played a draw - 21-21, after this Faroe Islands have guaranteed semifinal, second semifinalist will desided after Faroe Islands-Belgium and Estonia-Armenia matches.

A group. Georgia-Latvia 31-25
Georgian team took the lead and after 12 minutes the score was - 10-6. On 21 minutes Latvia’s leader, Simona Armane almost caught up with the opponent - 10-11.

Georgia’s coach George Gvazava decided to use personal defence against Armane and its justify. Georgia won first half 16-12, and at 37 minutes extend the lead to seven 21-14.

Latvian Dinija  Purvina took the lead and on the 53 minute difference became only 3 ball 24-27, but Only 162 cm tall right back, Tamar Chogovadze, decided the fate of the match with 7 goals and actions of all kinds - Assists, steals, earned penalties. Georgia has finally won 31-25 and secured the first place in the group.

From Latvian team Armane scored 10 goals, as the best player awarded Dinija Purvina.
Match Report


B group. Estonia-Belgium 21-21
Estonia most of the game have a lead. They reached maximum advantage on 22 minutes - 13-8. For the first time Belgium catch  Estonia at 45 minute - 17-17.

Minutes and 24 seconds before the end of the game Delphine Dehousse, first gave his team to lead - 21-20.
Belgium could have been in semifinal, but before 32 seconds to end Alina Molkova tied, 21-21, and Estonia remains chances to reach semifinal. Estonians best player became Marjette Maie  Munster (7 goals).
Match Report

Everything will decided on March 10, after Faroe Islands- Belgium and Estonia- Armenia matches. Faroe Islands reach to the Semifinal, either Estonia or Belgium take a place in semis, it may decide with better goal differences


Group A

08.03 Latvia - Albania 48-1, Cyprus – Georgia 10-33
09.03. Albania- Cyprus 3-41, Georgia – Latvia 31-25
GEORGIA 4 Points (+29)
LATVIA 2 (+41)
CYPRUS 2 (+15)
ALBANIA 0 (-85)
10.03. 14:00 Cyprus-Latvia, 18:00 Georgia-Albania

Group B
08.03. Faroe Is. - Estonia 26-17, Belgium – Armenia 46-10
09.03. Armenia – Faroe Is.  7-45, Estonia – Balgium 21-21
FAROE 4 (+47)
BELGIUM 3 (+36)
ESTONIA 1 (-9)
ARMENIA 0 (-74)
10.03. 16:00 Estonia-Armenia, 20:00 Faroe Is. - Belgium
 


ორი ნახევარფინალისტი ცნობილია

IHF/EHF ქალთა თასზე ჯგუფური ეტაპის მეორე დღე დასრულდა. A ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა ლატვია, 31-25 და პირველი ადგილი გაინაღდა. მეორე ნახევარფინალისტის ვინაობა გამოვლინდება 10 მარტს, კვიპროს-ლატვიის მატჩში. B ჯგუფში ფრედ ითამაშეს ბელგიამ და ესტონეთმა - 21-21, რის შემდეგაც ფარერის კუნძულებმა ნახევარფინალში გასვლა გაინაღდა, ხოლო მეორე გუნდის ვინაობა ფარერები-ბელგიისა და ესტონეთ-სომხეთის მატჩების შემდეგ გაირკვევა.
 
A ჯგუფი. საქართველო-ლატვია 31-25
საქართველოს ნაკრები თვიდანვე დაწინაურდა და 12 წუთზე სხვაობა 4 ბურთი გახდა - 10-6. ლატვია თავისი ლიდერის, სიმონა არმანეს წყალობით 21 წუთზე თითქმის დაეწია მეტოქეს - 10-11.
 
აქ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა გიორგი გვაზავამ გადაწყვიტა, გამოეყენებინა პერსონალური დაცვა არმანეს წინააღმდეგ, რამაც გაამართლა. საქართველომ ტაიმი 16-12 მოიგო, ხოლო 37 წუთზე სხვაობა შვიდამდე აიყვანა - 21-14.
 
აქ ლატვიელთა შორის ლიდერობა იტვირთა დინია პურვინამ და სხვაობა 53 წუთზე სამამდე დავიდა 24-27. მაგრამ საქართველოს ნაკრებს ჰყავდა თამარ ჩოგოვაძე, სულ 162 სმ სიმაღლის მარჯვენა ინსაიდი, რომელმაც გადაწყვიტა მატჩის ბედი თავისი 7 გოლით და ყველანაირი ქმედებით - საგოლე პასებით, ჩაჭრებით, გამომუშავებული შვიდმეტრიანებით. საბოლოოდ საქართველომ 31-25 მოიგო და გაინაღდა პირველი ადგილი ჯგუფში.
 
ლატვიელთა გუნდიდან გამოირჩნენ არმანე (10 გოლი), ხოლო საუკეთესო მოთამაშის პრიზი პურვინამ მიიღო.
 
B ჯგუფი. ესტონეთი-ბელგია 21-21
ესტონეთი თამაშის უმეტესი ნაწილი წინ იყო და მაქსიმალურ უპირატესობას მიაღწია 22 წუთზე - 13-8. ბელგიამ პირველად 45 წუთზე გაათანაბრა, 17-17.
 
დასრულებამდე წუთითა და 24 წამით ადრე ბელგიელთა საუკეთესო მოთამაშემ, დელფინე დეუსმა პირველად გაიყვანა წინ თავისიანები - 21-20. ამ ანგარიშით ბელგია ნახევარფინალში იყო, მაგრამ სირენამდე 32 წამით ადრე ალინა მოლკოვამ გაათანაბრა, 21-21 და თავის გუნდს ნახევარფინალში გასვლის შანსი დაუტოვა.  ესტონელთა შორის საუკეთესოს პრიზი მარიეტ მუნსტერმა მიიღო (7 გოლი).
 
ახლა ყველაფერი 10 მარტს, ფარერები-ბელგიისა და ესტონეთ-სომხეთს შორის მატჩების შემდეგ გაირკვევა. ფარერები ნახევარფინალშია, ბელგიასა და ესტონეთს შორის საუკეთესო კი, არაა გამორიცხული, ბურთების უკეთესი სხვაობით გადაწყდეს.